გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგებში, მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო მთელს მსოფლიოში

14-09-2021

ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა ის საფუძველი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას; ახლა ძალიან კარგი ტენდენციაა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

„დღეს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგები „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგებში, მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო მთელს მსოფლიოში. ამ დროს გამოდიან და ურცხვად, უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას და მართლაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან. დიახ, მათთვის 2 ოქტომბერს მართლაც იქნება აპოკალიფსი, რადგან კიდევ ერთხელ წააგებენ სასტიკად ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი. ჩვენ ხალხს ვპირდებით განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას და ამას ვერავინ აღუდგება წინ, ვერავითარი მტერი, შიდა თუ გარე ძალები", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930