გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ქარელში გვაქვს იმგვარი წარმოება, როგორიც მთელ ქვეყანაში გვინდა იყოს - ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები

14-09-2021

„ქარელი გამოირჩევა მაღალი ღირებულების კულტურების წარმოებით. აქ არის მეხილეობის დიდი ტრადიციები, ტრადიციები ბოსტნეული კულტურების წარმოების და არის იმგვარი წარმოება, როგორიც მთელ ქვეყანაში გვინდა იყოს. ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, სადაც წყლის რესურსების მაქსიმალურად მოფრთხილება, მიზნობრივად გამოყენება ხდება და, საბოლოოდ, მეტი შედეგის მიღება პროდუქტიულობის ზრდის პირობებში", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  ,,ქართული ოცნება" ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქარელის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად სულ უფრო მეტია ათვისებული სამეურნეო მიწა, დამუშავებული სავარგულები, გაშენებული ბაღები და წარმატების მაგალითები, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის გადამდებია.

„ქარელი არის მუნიციპალიტეტი, სადაც პირველი ბაღი გაშენდა პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში. ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები აქტიურობენ თავიანთი ინოვაციებით. „დანერგე მომავალი" ზუსტად ინოვაციური პროგრამაა; საქართველოს  მთავრობის ინიციატივაა, რომელიც გულისხმობდა საგრანტო თანადაფინანსებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანს მიწა გააჩნია, შეუძლია თანამედროვე, ინტენსიური ბაღი გააშენოს. სახელმწიფო, ერთი მხრივ, იძლევა გრანტს ნერგებისთვის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მომზადებისთვის და ყველა დანარჩენი ხარჯის დაფინასნებას საკრედიტო რესურსით, სადაც  საპროცენტო განაკვეთს ხელისუფლება იხდის. შესაბამისად, ფაქტობრივად ფინანსური რესურსების გარეშეც კი, მოსახლეობას არ აქვს ფინანსური რესურსი, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა სოფლის მეურნეობაში, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ნოყიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სრულად ავითვისოთ და მეტი კეთილდღეობა შემოვიტანოთ სოფლის მეურნეობის განვითარების გზით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031