გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ატენის ხეობაში შეიქმნება დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორია შეიქმნება თეძამშიც, ასევე გვექნება თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები

14-09-2021

„ატენის ხეობაში, რომელიც თითოეული გორელისთვის არის ძალიან საამაყო, შეიქმნება დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიები შეიქმნება თეძამის ტერიტორიაზეც, ასევე გვექნება თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები, რომელიც ალგეთის პარკთან გაერთიანდება და ეს იქნება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი უნიკალური ბუნება, რომელიც ამ მხარის ისტორიულ ერთიანობას აღადგენს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარადგენაზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების შექმნა არ ემსახურება მხოლოდ ბუნების დაცვას, ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის, ეკონომიკის განვითრებისთვის.

 „დაცულ ტერიტორიებზე შევქმენით ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, გავიყვანეთ ბილიკები,  გავაკეთეთ საინფორმაციო ცენტრები, მოვიზიდეთ ვიზიტორები და ეს ადგილები გახდა პოპულარული. იქ დაიწყო საოჯახო ტურისტული საქმიანობის განვითარება. ატენის ხეობაშიც, რომელსაც ასეთი დიდი პოტენციალი აქვს უკვე დაწყებულია ღვინის ტურიზმი; არაერთი მარანი შეიქმნა. დავიწყეთ დაცული ადგილწარმოშობის წახალისება და მხარდაჭერა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930