15-09-2021
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა.
ვასილ გველესიანმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საკუთარი ხედვები და სამოქმედო გეგმა, რომელთა განხორციელებაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გაძლიერებას და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„აღმაშენებლის გამზირზე თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივებს და აქ მდებარე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შევხვდით.
ამ გამზირზე, ბოლო წელიწადნახევარია, ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე შევთანხმდით ძირითად გამოწვევებზე.
უახლოეს მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
საჭიროებები და პრობლემები დიდია და მის მოსაგვარებლად მაქსიმალურად მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება.
მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და თანამედროვე იქნება“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.