28-05-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, სამხედრო ქალაქი 202, ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), საირმის გორას, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის, შევარდენიძის, კარტოზიას, ელიას მთის, აწყურის, ვახტანგ მეექვსეს, მთისძირის, ვარდისუბნის, ამირეჯიბის, მარტყოფის, ნიაბის, ცისკრის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ფაღავას, ყვარლის, ავლაბრის, სომხეთის, ტვიშის, უშაკოვის, კაჭარავას, გოლოვნის, ნასაკირალის,ბოროდინის, გურჯაანის, მახათას, მესხეთის, დესპინე გელოვანის, მელაანის, ეთერ კაკულიას, ირბახის, ფშავის, თელავის, ძევერის, საინგილოს, სევანის, თამაზ მუჯირიშვილის, ხიდისთავის, მიხეილ მრევლიშვილის, გონაშვილის, რუისპირის, შორაპნის, ბეღლეთის, ალიხანიანის, კიკეთის, მთავარანგელოზის, უჯარმის, ცუცქირიძის, ვაჟა ივერიელის, გალავნის, გეზათის, გედევანიშვილის (ნაწილობრივ), მიქელაძის, არმაზის, მახათას, კაიშაურის, შირაქის, შილდის, მარნეულის, სადგურის, გულიას და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
13:30 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბეჟან კალანდაძის, ბერძნის და ნადიკვარის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), 11 საათიდან 17 საათამდე ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ), 12 საათიდან 14 საათამდე ვარაზის ქუჩის, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე აეროპორტის დასახლების და კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.