გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი

16-09-2021

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე  კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.  მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, რისთვისაც განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადა.

 

„დისტანციურ სწავლება, რა თქმა უნდა, რთულია, და  აქვს თავისი მინუსები, რომელიც  რაც არ უნდა კარგად იყოს განათლების სისტემა მომზადებული,  ვერ დააკომპენსირებს იმ ფსიქოსოციალურ მიზნებს, რომელიც აქვს საკლასო ოთახში სწავლას. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ. მანამდე კი არსებობს იმედი, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდება და  ახალბედა მოსწავლეები სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

 

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც დაბალია პანდემიის დადებითობის მაჩვენებელი, კვლევით გამოვლინდა 300 სკოლა, რომელშიც შესაძლოა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს.

 

„ეს,  ძირითადად, შეეხება მთიან რეგიონებს. ასევე მიმდინარეობს სხვა სკოლების შესწავლაც და, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს ინდივიდუალურად გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ეპიდემიოლოგიურ გათვლებზე დამყარებული გადაწყვეტილება, რაც მეცნიერულ აზრს უნდა ეფუძნებოდეს. იმედი მაქვს, რომ 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სკოლებში სასწავლო პროცესი",- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა კომიტეტი აწარმოებს საკომიტეტო მოკვლევას დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კომიტეტში შემოსულია მოქალაქეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მოსაზრებები, რომელთა დამუშავებაც მიმდინარეობს და  2 თვის ვადაში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

 

კომიტეტმის სხდომაზე ორ საკანონმდებლო წინადადების შესახებ იმსჯელეს. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა  მოქალაქე გ. გოროშიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას  „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და  მოქალაქე დ. მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას საჯარო უნივერსიტეტებში დიპლომისა და სტუდენტური დაზღვევის გარდა ყველა სხვა უმაღლესი გადასახადის გაუქმების შესახებ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930