გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ტალიაშვილი გალის და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტს ეხმიანება

16-09-2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, გალის და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტს ეხმიანება.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში არის ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან,  ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან.

 

"მოგეხსენებათ, რომ მშობლიურ ენაზე სწავლა არის ბავშვთა უფლებების კონვეციით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  უფლება და, ასევე, საერთაშორისო ნორმებით დაცული პრინციპი.

ძალიან შემაშფოთებელია, ის რომ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს პატარებს გალში  და ახალგორში ეკრძალებათ სწავლა. ეს შემაშფოთებელი გარემოება არის, რომლის შესახებაც ჩვენი ხელისუფლება უკვე აქტიურ კომუნიკაციაშია  ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ეს უფლება იყოს აღდგენილი. " - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031