გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენებზე: გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა, ათასობით ფაილს სჭირდება დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა და დრო

16-09-2021

გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა, ათასობით ფაილს სჭირდება დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა და დრო, არჩევნებამდე, 2 კვირაში მსოფლიოს ვერც ერთი ექსპერტიზა ვერ მოასწრებს ამის დადგენას და გათვლაც ამაზე იყო გაკეთებული, ერთგვარი შფოთვა შემოიტანეს საზოგადოებაში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მოსმენების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებისთვის, პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი და ეს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენდეს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს და ეს არის ყველასთვის ცხადი, არაფერი დაფარული არ არის. მთელი მსოფლიო ასე იმართება. ტყუილ- მართალი ერთმანეთშია აღრეული და რა არის და რა არა კანონიერი, ამის გარკვევას სჭირდება დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა და დრო. ვინაიდან იციან, რომ 2 კვირაში არჩევნებამდე ამას ვერ მოასწრებს მთელ მსოფლიოში ვერც ერთი ექსპერტიზა, ამაზე იყო გათვლა გაკეთებული, რომ რაღაც ერთგვარი შფოთვა შემოიტანეს საზოგადოებაში. ქვეყანას აზიანებს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით და არჩევნებისთვის არის შექმნილი. უნდა დადგინდეს, დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა და აშ.. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას. ასე რომ უნდა გაერკვიოს. სუს-ი, რა თქმა უნდა, აღკვეთავს, გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა. ზოგადად, მე მინდა შემდეგი ვთქვა, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები შენს ქვეყანას, რაღაც 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930