გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

17-09-2021

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ  უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.


სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ  დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930