გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებას სამხრეთ ოსეთის ყოფილი "თავდაცვის მინისტრი" ხელმძღვანელობდა

28-05-2018

საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაცია Bellingcat-სა და გამოცემა The Insider-ის ერთობლივმა გამოძიებამ უკრაინის თავზე MH17-ით ჩამოგდებული სამგზავრო „ბოინგის“ საქმეზე ძებნილი ორი მთავარი ეჭვმიტანილიდან უკანასკნელის დადგენა შეძლო. ის აღმოჩნდა „გრუ“-ს ყოფილი გენერალი ოლეგ ვლადიმიროვიჩ ივანნიკოვი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სამხრეთი ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანდრეი ლაპტევი. ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის მოქმედებებს ხელმძღვანელობდა – სასიგნალო სახელით „ორიონი“.


მისი ვინაობის დადგენა მოხერხდა იმ სატელეფონო ნომრების ანალიზის შედეგად, რომლებსაც ის კონფლიქტის ზონაში იყენებდა, მოწმეების დახმარებით, და ასევე უცნაურად მაღალი, თითქმის ქალური ხმის ტემბრის წყალობით.


The Insider -ის მასალებიდან ირკვევა, რომ სწორედ ივანნიკოვის ხელმძღვანელობით მოხდა „ბუკ“ დანადგარის რუსეთ-უკრაინის საზღვარზე გადატანა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნა, სადაც ამ დანადგარით 2015 წლის 17 ივლისს განხორციელდა სარაკეტო დარტყმა, რომელმაც მალაიზიური „ბოინგი“ გაანადგურა, რასაც 298 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა.


ვინ არის გენერალი ივანნიკოვი


ოლეგ ივანნიკოვი 1967 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ კარლ-მარქს-შტადტში, რუსი სამხედროს ოჯახში დაიბადა. 80-იან წლებში ის კიევის სამხედრო საავიაციო საინჟინრო სასწავლებელში სწავლობდა. 1998 წელს გადავიდა მოსკოვში, სადაც მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში, მეექვსე ფაკულტეტზე (სარაკეტო-ბალისტიკური) დაასრულა განათლება. ამის შემდეგ ის დაბრუნდა დონის როსტოვში, სადაც დაახლოებით 2003 წლამდე ცხოვრობდა.
2004 წელს ის სამხრეთ ოსეთში გაემგზავრა ანდრეი ივანოვიჩ ლაპტევის სახელით: თავიდან როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, მოგვიანებით კი, 2006-დან 2008 წლამდე – უკვე, არც მეტი არც ნაკლები, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი. ჩრდილოოსური გამოცემის „მეხუთე რეგიონის“ ერთ-ერთ პუბლიკაციაში, ლაპტევ-ივანნიკოვს აღწერენ როგორც ადამიანს, რომელიც მჭიდრო კავშირშია თბილისის „გრუს“ რეზიდენტურასთან, რომელიც 2006 წელს გაჩხრიკეს, რაც „გრუს“ ოთხი რუსი ოფიცრის დაპატიმრებით დასრულდა.


გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მონაცემებით, ლაპტევი სამხრეთი ოსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მოსკოვში გადავიდა და სხვა გვარით ცხოვრობს. მართლაც, არსებული მონაცემების მიხედვით, 2008 წელს ივანნიკოვი ოჯახით მოსკოვში გადავიდა, სადაც მან მალევე დაწერა დისერტაცია თემაზე „კავკასიის საინფორმაციო ომის კომპლექსური ხასიათი: სოციალურ-ფილოსოფიური ასპექტები“. მან ეს თემა დონის როსტოვის სამხრეთის ფედერალურ უნივერსიტეტში დაიცვა. დისერტაციაში, რომელიც The Insider-ისა და Bellingcat-ის განკარგულებაში მოხვდა, ივანნიკოვი აქტიურად მოიხმობს ულტრაკონსერვატორი კონსპიროლოგის ალექსანდრ დუგინის ციტატებს, და მოუწოდებს, რომ „მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებისა და სპეც-სამსახურების („სვრ“, „გრუ“ „ფსბ“ და ა.შ.) წარმომადგენლების საშუალებით დასავლეთის მხრიდან კავკასიაში „საინფორმაციო და კულტურული შემოჭრა უნდა აღიკვეთოს”.
ივანნიკოვს სამხრეთი ოსეთის საკითხების გადაწყვეტა გამგზავრების შემდეგაც არ შეუწყვეტია.Bellingcat-ის მიერ მოპოვებული მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მაგალითად, 2013 წელს, ივანნიკოვმა სამხრეთი ოსეთის საზღვარი თავისი ნამდვილი გვარით გადაკვეთა, თანაც „ფსბ“-ში დარეგისტრირებული მანქანით.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლაპტევ-ივანნიკოვმა ცხინვალში დაიქირავა შენობა, რომელსაც „ევრაზიული კვლევების ცენტრი“ დაარქვა და ამ ცენტრის დირექტორად დანიშნა სოსლან პლიევი, რომელიც ადრე რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან დაკავშირებულ სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობდა.




jam-news.net



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930