გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

17-09-2021

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან.


ამჯერად მშობლიური საკაურას ხეობის სოფლების, ხიდეშლების, მაჟიეთისა და საკაოს მოსახლეობას ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ვლადიმერ ბერელიძესთან ერთად შეხვდა.


“განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება საკაურას ხეობის მიმართ, სადაც ბავშვობა გავატარე და გამორჩეულად მიყვარს და პატივს ვცემ თითოეულ აქ მაცხოვრებელ ადამიანს.


დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და გპირდებით, იმედს არ გაგიცრუებთ!“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშლმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031