17-09-2021
დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას– ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ონის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც შუერთდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.
დასუფთავების მსოფლიო დღეს მთელი საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები გაიმართება.
ცნობისთვის, საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს, მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.
დასუფთავების აქციები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება.