17-09-2021
ბევრი ვერსია არსებობს, ბევრი ვერსია მოვისმინეთ, მათ შორის ის, რომ შეიძლება წვდომა ჰქონოდათ გახარიას და ვიღაცებს, არ მინდა, გვარები ჩამოვთვალო და თავის დროზე სისტემა და სახელმწიფო გუნდი ენდო ამ ადამიანებს და ჩააბარა სახელმწიფო საიდუმლოება; თუ ამათგან, მე დაშვებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, ვიღაცებმა გაიტანეს, ან მოსყიდვით, ან არ ვიცი რა მეთოდებით, ეს ინფორმაცია გახადეს საჯარო, ეს არის ჩვეულებრივად დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
წამყვანის კითხვას, დაიბარებენ თუ არა მათ დაკითხვაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს პროკურატურის პრეროგატივაა.
„არ ვერევი გამოძიების კომპეტენციაში, მაგრამ გამოძიებამ ყველაფერს უნდა გასცეს პასუხი. შეიძლება ეს ატვირთონ და საზოგადოებას აცნობონ, რომ ამა და ამ საიტზე არის ატვირთული ეს მასალები, ვინც არის დაინტერესებული, შევა და ნახავს, ეს ერთი. მეორე, მეკითხებით, რატომ არ ისჯებიან ეს ადამიანები.
ჟურნალისტები არიან, როცა იბარებს გამოძიება და ეუბნება, ითანამშრომლე, დაგვეხმარეთ გამოძიების პროცესში, პასუხობენ, რომ წყაროს გამჟღავნების ვალდებულება ჩვენ არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, გამოძიება შედის ჩიხში. რა თქმა უნდა, მათ ესეც იცოდნენ. გვარამიამ რას უნდა გასცეს პასუხი. ერთის მხრივ ამბობს, რომ თითქოს ძალიან წუხს და მეორეს მხრივ ამ სიყალბის და სიცრუის პროპაგანდას და ტირაჟირებას არ წყვეტენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.