გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად პროპაგანდისტული მეთოდით, ეტაპობრივად, წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას

18-09-2021

ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად პროპაგანდისტული მეთოდით, ეტაპობრივად, წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას ამ უინტერესო, გაუგებარ, შეთხზულ ცნობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ ახდენენ ამ პროპაგანდას და ტირაჟირებას.


„პარტიული ტელევიზიები, „ტვ პირველი" „მთავარი არხი", „ფორმულა", მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები. სააკაშვილის მიერ მართული. სხვებიც არიან ჩართულები, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე, რომელიც „ტვ პირველს" აფინანსებს რაღაც გარკვეული დოზით, იქ ბატონი წერეთელი და სხვები, მარამ ეს რეალურად ფინანსდება სააკაშვილის და კეზერაშვილის მხრიდან. ამ ტელევიზიებში გამოდიან და თითქოს ძაბავენ ვითარებას, როგორ კადრულობს ამას მთავრობა, უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ა.შ. გამოხატავენ აღშფოთებას. ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა ყოველდღიურად პროპაგანდისტული მეთოდით, ეტაპობრივად, წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას ამ უინტერესო, გაუგებარ, შეთხზულ ცნობებს. მაშინ გამოვიდნენ და გვითხრან, აგვიხსნან, ეს პარტიული ინტერესების გამტარებელი ტელევიზიები რატომ ახდენენ ამ პროპაგანდას და ტირაჟირებას. შეიძლება რაღაც გაჟონვა მოხდეს და ეს მთელი მასალები აიტვირთოს სადღაც საიტზე და გამოვიდნენ, ერთხელ თქვან, რომ ამ საიტზე შედით და გაეცანით. ეს ღალატია პირდაპირ ეკლესიის და საელმწიფოს წინააღმდეგ - ყოველ დღე გამოდიან და მიზანმიმართულად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას. ავრცელებენ მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი შინაარსის ცნობებს, სხვადასხვა სპეკულაციები შემოქვთ, რომ დააბნიონ საზოგადოება. რა დგას ამის უკან? რა უნდათ მათ რეალურად? მათ უნდათ ეკლესიის და საპატრიარქოს დისკრედიტაცია. ივლისში როცა იყო აქციები, გამოვიდნენ და დიდი ბანერი გაშალეს, აღარ გავიმეორებ იმ სიტყვას - საპატრიარქო ყარსო და დასაჭერია პატრიარქი და მეუფეები და ა.შ. ეს ხალხია სამწუხაროდ. რა ქვია ამას? ამას ჰქვია მტრობა ქვეყნის შიგნით. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გამოწვევა", - განაცხადა პრემიერმა „რუსთავი-2"-ის ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930