გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„CNN“-ზე, „NBC“-ზე ღვთისმშობელზე აგდებულად საუბარი არ მინახავს“ - სააკაშვილი გაბუნიას განცხადებას პროვინციალიზმს უწოდებს

29-05-2018

„მინდა ფსევდოლიბერალებს ვუთხრა, ყველაზე ლიბერალური მემარცხენეც კი NBC, CNN, საიდანაც მაგალითად ღვთისმშობელზე შეუძლიათ აგდებულად ლაპარაკი, არ მინახავს. დასავლეთში ეს არ არის მიღებული“, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

 

სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას სიტყვით გამოსვლა შეაფასა და დასძინა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებზე საუბარი ჟურნალისტის მხრიდან „პროვინციალიზმია“.

 

მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება მაგრამ წყევლა-კრულვა მიუღებელია.

 

„ყველა აზრის გამოხატვას ვცემ პატივს. ყველა ადამიანს აქვს თავისი გრძნობები. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და კატეგორიულად მიუღებელია წყევლა-კრულვა, მათ შორის რელიგიური პირების მხრიდან, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მინდა ფსევდოლიბერალებს ვუთხრა, ყველაზე ლიბერალური მემარცხენეც კი NBC, CNN, საიდანაც მაგალითად ღვთისმშობელზე შეუძლიათ აგდებულად ლაპარაკი, არ მინახავს. დასავლეთში ეს არ არის მიღებული. ჰოლანდიაში, რომელიც ძალიან ლიბერალური ქვეყანაა, ეს მიღებული არ არის და მიმაჩნია, რომ ცოტა ამაში გადაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი აკეთებს ამას, ცოტა პროვინციალიზმია.

 

არსად არ არის, მაგრამ ჩვენ ქართველებს გვაქვს რაღაც, მოდით დავფიქრდეთ, თუ ჰოლანდიაში და ამერიკაში არ არის, შეიძლება საქართველოშიც არ არის ამის ადგილი“, -აცხადებს სააკაშვილი.

 



qartuliazri

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930