გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული დღეა; გილოცავთ ამ დღეს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს

19-09-2021

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული დღეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნულ დღეს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს ულოცავს.


"თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების, სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.


თქვენი რთული, მაღალი რისკის შემცველი პროფესიული მოვალეობის შესრულება საამაყოა და პატივსაცემი.


ვისურვებ, თქვენთან ერთად, ღირსეულად გადაგველახოს ყველა ის დაბრკოლება, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება.


თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ საქართველოს კეთილდღეობისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა თუ დასახული მიზნის განხორციელებაში.
ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031