გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან ერთადწინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები განიხილა

20-09-2021

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიას. ამჯერად მან შეხვედრები ლეო ქიაჩელის, ელენე ახვლედიანის, ნიკო ნიკოლაძისა და პიერ კობახიძის ქუჩების მცხოვრებლებთან გამართა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებები განიხილა და მათთან ერთად სამომავლო პროექტებზე იმსჯელა. ზურაბ აბაშიძემ ქალაქის განვითარების ხელშეწყობის კუთხით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო გეგმებზე მუშაობისას მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„მოგეხსენებათ, უკანასკნელ წლებში, დიპლომატიური მისიით, ძირითადად საზღვრებს გარეთ ვიმყოფებოდი და მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში დაბრუნებისას ყოველ ჯერზე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა ჩვენი ქალაქის განვითარება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში უამრავი ურბანული და სოციალური პროექტი განხორციელდა, პროცესი კვლავ უნდა გაგრძელდეს, რადგან ისევ რჩება გამოწვევები, რომელთა დაძლევას ჩვენ, მოსახლეობის მხარდაჭერით, ერთობლივი ძალებით შევძლებთ", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც პანდემიის პირობებში შეძლო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მიზნით კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.


ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანიც მონაწილეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930