გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა

21-09-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.


შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივი ბიოწარმოების, მეცხოველეობისა და რძის სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, ფერმერთათვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერისა და აგრარულ სფეროში პროფესიული სასწავლებლების  გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მეცხოველეობისა და რძის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რომელმაც  კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საქართველოში პირველად, კლიმატური კატასტროფების მართვისა და ადრეული შეტყობინების სისტემა დაინერგა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ბერნში დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და შვეიცარიის გარემოს დაცვის მინისტრი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განმახორციელებელ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930