გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუგზარ გრძელიშვილი: ოპოზიცია არა ორი, არამედ სამი ოქტომბრისთვის ემზადება

23-09-2021

უსაფრთხოების ექსპერტის ნუგზარ გრძელიშვილის თქმით, აშკარაა, რომ ოპოზიცია ემზადება არა 2, არამედ 3 ოქტომბრისა და შემდგომი დღეებისთვის.


„2 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღე დარჩა. ნაცმოძრაობისა და მასთან ღია თუ ფარულ კავშირში მყოფი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს. ისინი ხომ მხოლოდ დესტაბილიზაციისა და ე.წ. რევოლუციური სცენარის იმედზე არიან.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარ ფაქტებს შეგახსენებთ:


- ე.წ. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა, რომლებიც ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ რუპორებად გვევლინებიან, კიდევ უფრო გააძლიერეს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია. მათ მიერ გავრცელებული, აბსოლუტურად ყველა ნიუსი დატვირთულია ნეგატივით და ყალბი ინფორმაციით. ისინი დიდი სიამოვნებით დაგულმოდგინებით ავრცელებენ ე.წ. მოსმენების "კრებსებს", რომლებშიც ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული და პირადი ცხოვრების შემცველ უამრავ ინფორმაციას შეიცავს, რისი გავრცელება კანონით მკაცრად ისჯებადა, იმედია, დაისჯება კიდეც!


- მედიას არც პოლიტიკოსები და პარტიები ჩამორჩებიან. არცერთი ოპოზიციური პარტია ა ატარებს პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას, არავინ საუბრობს საკუთარ საარჩევნო პროგრამებზე, სარეკლამო დროსაც კი არ იყენებენ სათანადოდ. მათი მთავარი მესიჯი შემდეგია - "ივანიშვილის რეჟიმი უნდა წავიდეს!", თუმცა ამავე დროს აცხადებენ, რომარჩევნები უკვე გაყალბებულია, რაც არჩევნების შემდგომ პერიოდში არეულობების მოწყობის წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ნიკა მელიამ, როდესაც მან დემონსტრაციულად დატოვა თბილისის მერობის კანდიდატების დებატები, უფრო სწორად, გაიქცა დებატებიდან, თანაც ისე სწრაფად, რომ ლამის მიკროფონიც თან გაიყოლა... არ ვიცი, ნაცმოძრაობის რომელმა პიარ-სტრატეგოსმა დაგეგმა ეს ქმედება, მაგრამ ქართველი ამომრჩევლის თვალში მელიას გაქცევა აშკარად ნეგატიურ კონტექსტში აისახა.
- სოციალურ მედიაში ბოლო პერიოდში მკვეთრად გააქტიურდა ე.წ. ნაც-ტროლთა დაჯგუფებები. „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ათასზე მეტი ფეისბუქ-ანგარიში გამოავლინა, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, და რომლებიც დესტრუქციული ოპოზიციის აგრესიულ მხარდამჭერებად გვევლინებიან.


- დმანისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებაც, რომლის დროსაც ნაცმოძრაობის 3 აქტივისტი მსუბუქად დაიჭრა, პირველადი ინფორმაციით, ასევე ნაცმოძრაობის პროვოკაციის შედეგს წარმოადგენს, რასაც იმედი მაქვს, რომ გამოძიებაც მალე დაადასტურებს“- აცხადებს ნუგზარ გრძელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930