გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა იმნაძე: საქართველომ გადასცა საჩუქარი გაეროს - შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა", რომელიც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში

23-09-2021

დღეს მართლაც ისტორიული დღეა. საქართველომ გადასცა საჩუქარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ეს არის შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა", - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ, საქართველოს მიერ გაეროსადმი ვეფხისტყაოსნის სამუზეუმო ეგზემპლარის საჩუქრად გადაცემის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მე-2 სართულზე და ეს არის ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი.


„ძალიან სასიხარულო ამბავია ეს საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადის გაეროში, როგორც ოფიციალური დელეგაცია, ასევე უბრალოდ სტუმრები, ტურისტები. მათ აქვთ სპეციალური ტურები, რომ შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ათვალიერებენ ამ საჩუქრებს. ის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი საჩუქარია გამოფენილი, რომელიც ქართულ ხელნაწერს და ჩვენს ანბანს, ორიგინალურს, განსაკუთრებულს უსვამს ხაზს, როდესაც ასეთი სიძველე არის აქ წარმოდგენილი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას. ეს საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მე-2 სართულზე და ეს არის ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ამ დერეფანში არის ყველა ის ცნობილი დარბაზი, რომელიც ხალხმა იცის და მათ შორის, ჩვენ თუ მოვუხვევთ ამ საჩუქრის შემდეგ, შევდივართ სწორედ უშიშროების საბჭოს ცნობილ დარბაზში. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უწევს უშიშროების დარბაზში შესვლა, გაივლის ამ საჩუქართან", - აღნიშნა კახა იმნაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930