გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ექიმმა ვადიმ ხატიაშვილმა დედა მომიკლა და სანამ მომიკლავდა - აწამა!!!“

29-05-2018

სილამაზის სალონის „კარინას“ მფლობელი და ცნობილი სტილისტი კარინა ექიმებმა იმსხვერპლეს. „ალიას“ მისი შვილი ლიკა 12-დღიანი ჯოჯოხეთის ისტორიას უყვება!!!


„ექიმმა ვადიმ ხატიაშვილმა და მისმა გუნდმა დედა წამებით მომიკლეს“ – „ალიას“ უყვება გარდაცვლილი 53 წლის კარინას ქალიშვილი ლიკა.

დედა გეგმიურ ოპერაციას იკეთებდა. ვადიმ ხატიაშვილმა გვითხრა, რომ ლაპარასკოპიით ოპერაციას გაუკეთებდა ოთხშაბათს და პარასკევს უკვე სახლში გვეყოლებოდა, აღნიშვნასაც კი შეძლებდა.


ოპერაციის დასაწყისშივე, ანესთეზიოლოგმა ქეთი გოგოძემ, მოახერხა და ტრაქეა ჩაუხია, თურმე, დედას. გამოვარდნილა ყვირილით, ექიმების გამოძახება სდომებია, მაგრამ ნოდარ ბერიაშვილმა აიღო თავის თავზე დახმარება და მან კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა.

არავინ იცის ბოლომდე ზუსტად, იქ რა მოხდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ოპერაცია არ შეუჩერებია ვადიმ ხატიაშვილს, არც დახმარება გამოუძახებია - მეტიც, დაგვიმალა.


როცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვნახე, დედას როგორ ჰქონდა თავი და ყბა გასიებული - კითხვები დავსვი - მითხრეს - წამალზე ჰქონდა ალერგია და ხვალ გავაღვიძებთო.


მეორე დღეს, მითხრეს, რომ დედას დამატებითი ოპერაცია სჭირდებოდა, რადგან მცირე ზომით ჰქონდა ტრაქეა ჩახეული. ესეც ტყუილი აღმოჩნდა - რადგან ჩახევა იმაზე დიდი იყო, ვიდრე მეუბნებოდნენ.


ქირურგმა ვანო წულეისკირმა არაერთი ოპერაცია გააკეთა, არაერთხელ სცადა ტრაქეას ჩაკერვა, მაგრამ ყველა ჯერზე ნაკერები იხსნებოდა.

ის ერთი დღე-ღამე, როცა დედის მდგომარეობა დაგვიმალეს, როცა მეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წამალზე ჰქონდა რეაქცია - გადამწყვეტი აღმოჩნდა - დახეული ტრაქედან ინფექცია მოედო სხეულს, ტრაქეა უფრო და უფრო დაზიანდა და მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა.

ბოლოს ნეკროზი დაეწყო.


12 დღე აწამეს დედა, 12 დღე გვეუბნებოდნენ ტყუილს, 12 დღე მემალებოდა ვადიმ ხატიაშვილი.


თუ მაინც მოვახერხებდი კითხვის დასმას - ჩემგან რა გინდაო, მეტყოდა და მერე ისეთი ბინძური სიტყვებით მაგინებდა, გამეორებისაც მრცხვენია.

როგორ არ მოვკალი ეს მკვლელი? რომელიც ასე უშვერად მაგინებდა, იმ პაციენტის შვილს, რომელიც სასიკვდილოდ დააგდო? ვერ მოვკალი - დაცვით დადიოდა, ეგაც და მისი ცოლიც. სპეციალური დაცვის სამსახური დაყვებოდა და ახლოს არ მიშვებდნენ. სექტაა, ბანდაა ჩვეულებრივი.

დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას ველოდებით მალე, მაგრამ, ერთი შეხედვით რაც გვითხრეს - დედას გული აქვს მისტეპლერებული, არ აქვს პლევრა საერთოდ და გარდა ტრაქეასი, ჩახეულია და გაკერილია ბრონქიც.


რაკი გაკერეს, ჩახევაც იცოდნენ, ხო?


როცა, ანალიზების და გამოკვლევების პასუხებს ვითხოვდი, მეუბნებოდნენ - რად გინდა, ექიმი ხომ არ ხარ, რას გაიგებ ამ ანალიზების პასუხებითო.

მინდა, ვადიმ ხატიაშვილმა აღიაროს, რომ დედა მომიკლა და სანამ მომიკლავდა - აწამა.

მინდა, ვადიამ ხატიაშვილის გუნდა აღიაროს, რომ მთელი ეს დრო განზრახ მეუბნებოდნენ ტყუილს, რათა მათი სექტის უფროსის დანაშაული დაეფარათ.

ისინი ისევ მოკლავენ, ასე თვალის დაუხამხამებლად, ასე გულგრილად მოკლავენ და დასიებულ, დალურჯებულ, ნაწამებ გვამს გამოგატანენ.


„ალიამ“ არაერთხელ სცადა ვადიამ ხატიაშვილთან და ნოდარ ბერიაშვილთან დაკავშირება - უშედეგოდ.


ანესთეზიოლოგ ქეთი გოგოძესთან საუბარს კი უკომენტაროდ გთავაზობთ:


- გამარჯობა, „ალიადან“ გიკავშირდებით.


- დიახ, დიახ, გისმენთ.


- კარინა ხარატოვზე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ.


- მე ჟურნალისტებს არ ვპასუხობ...


- აბა, ვის პასუხობთ?


- მხოლოდ კომპეტენტურ პირებს.


"ბატონო მთავარო პროკურორო, თქვენ გგულისხმობდათ, ქალბატონი ქეთი, როგორც მივხვდი და ნომერი გადმოგიგზავნოთ, თუ თავად იპოვნით?!"-დასძენს გამოცემა.



alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930