25-09-2021
საქართველო მადლობელია აშშ-ის, ევროკავშირის, ჩინეთის და ვაქცინების მწარმოებლებისადმი, რომლებმაც მოგვაწოდეს მარაგები ქართველი ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გლობალური პანდემიის პირობებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ჩატარება მისასალმებელია, რადგან უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი შეკრება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„მივესალმები გაერთიანებული ერების გადაწყვეტილებას გენერალური ასამბლეის ჩატარების შესახებ ამ ნამდვილად გლობალური პანდემიის პირობებში. სხდომის ჩატარებისგან თავის შეკავების ნაცვლად, ყველამ გავაცნობიერეთ, რომ უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი შეკრება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ამ შეხვედრის მნიშვნელობა უდავოდ დიდია. სამყარო კვლავ შეუპოვრად იბრძვის ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელმაც შეარყია მსოფლიო, არ დაინდო ეკონომიკა და ადამიანთა სიცოცხლე.
ძალისხმევას არ ვიშურებთ პანდემიიდან უკეთეს მდგომარეობაში გამოსვლისთვის ერთობის ახლებური გააზრებით, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ მსოფლიოს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.
საქართველო დიდად მადლობელია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ჩინეთის და ვაქცინების მწარმოებლებისადმი, რომლებმაც მოგვაწოდეს მარაგები ქართველი ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად.
საერთო მიზნისთვის მუშაობის გზით დავასრულებთ პანდემიას და დავუბრუნდებით მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი, ნათელი მომავლის შენებას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.