გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს

26-09-2021

25 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიებები 35-მდე სპორტის სახეობაში თბილისში და ქვეყნის 30 მუნიციპალიტეტში გაიმართება.


მსოფლიოში არსებული პანდემიის გათვალისწინებით სპორტული აქტივობების გასამართად შეირჩა ღია სივრცეები: მოედნები, ქუჩები, გარე სპორტული ობიექტები, სტადიონები და თავისუფალი ადგილები. ასევე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყდა რომ ღონისძიებების ციკლი გადანაწილდეს 31 ოქტომბრის ჩათვლით, რაც წინასწარ შეთანხმდა ყველა ორგანიზატორთან. ამასთან, შეჯიბრებები ჯანდაცვის სექტორის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით ჩატარდება. თუ რომელიმე დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება სპორტული შეჯიბრის სახით, მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან წესები და შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხისა ან/და კოვიდ პასპორტის წარმოდგენის შემთხვევაში.


ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სპორტის კვირეულის ორგანიზატორია სპორტის მენეჯმენტის ეროვნული ფედერაცია და სხვა სპორტული ფედერაციები, ხოლო მხარდამჭერი არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.


მოგეხსენებათ, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მასობრივი სპორტის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ევროპის სპორტის კვირეული და სხვა მსგავსი სპორტული ღონისძიებები მუდმივად იქნება სამინისტროს მხარდაჭერის საგანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930