გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმს და ქობულეთს ახალი მუნიციპალური ავტობუსები შეემატა

26-09-2021

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული ISUZU-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ასევე, განახლდა ქობულეთის ავტოპარკი.


ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.


,,ჩვენთვის, ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური და ბათუმელებზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკა, სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სრულად განვაახლებდით ბათუმის ავტობუსების პარკს და დღეს უკვე დამატებით 40 ავტობუსი შეემატება ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის პარკს. ასევე, გარდა ბათუმისა უკვე დაწყებულია სხვა მუნიციპალიტეტების სატრანსპორტო განახლებაც და შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც გადაეცემა 4 ახალი ავტობუსი.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ემსახურებოდეს თითოეულ ბათუმელს, ბათუმის სტუმარს და ყველასთვის გადაადგილება იყოს კომფორტული, უსაფრთხო" – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


ISUZU-ს მარკის ავტობუსების შეძენა ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.


EURO 5 სტანდარტი+ს, citibus-ის მოდელის ავტობუსი სიგრძით 10 მეტრს შეადგენს და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო, EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.


გასულ წელს ბათუმის მერიის მიერ 8 ახალი ელექტრო ავტობუსი იქნა შესყიდული.


მომდევნო ორ წელიწადში, ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება. სრულდება ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავება. იგეგმება შუქნიშნების განახლება. ბათუმში დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები. მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930