30-05-2018
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლების - კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას "საზღვრის დარღვევის" შემთხვევაში დაკავებით ემუქრება.
განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია"-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.