გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერობის კანდიდატმა ვატანგ გადელიამ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

27-09-2021

სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გია ადამიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან - საბა ოდიშარიასთან და ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენოადამიას და ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.


,,გმირების ქალაქში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის უმძიმესი დღეები - აფხაზეთის ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, ომი, რომელსაც 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, 250 ათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.


ჩვენი დროის გმირებმა, აფხაზეთში გმირული აღსრულებით, მომავალ თაობას სამშობლოსთვის თავდადების შეუდარებელი მაგალითი მისცეს. ერთიანი ძალისხმევითა და სწორი პოლიტიკით დაკარგულ ტერიტორიებსა უცილებლად დავიბრუნებთ. გმირების ქალაქი მათ არასოდეს დაივიწყებს” - აღნიშნა სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031