გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე; 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც დროებით დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა

28-09-2021

27 სექტემბერია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა.


„ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ერთიანობა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლი სწორედ ამას გამოხატავს, ჩვენს სწრაფვას ერთიანობისკენ, მთლიანობისკენ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ერთიანობისკენ და ისეთი ქვეყნისკენ, რომელსაც აერთიანებს სიყვარული. ეს არის ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლის სულისკვეთება და ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სულისკვეთებაც" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031