30-05-2018
"თბილსერვის ჯგუფი" ძველი თბილისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები 30 მაისს დაიწყება და 3 ივნისამდე გაგრძელდება.
ძეგლი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" და კომპანია MAIშთANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
კომპანია MAIშთANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.