გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მადლობა სასტუმროების სექტორს კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის

28-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროების ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. სასტუმრო „სტამბაში" გამართულ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის.


„ესაა მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია - ვაჯილდოვებთ კოვიდ-სასტუმროებს და იმ სასტუმროებს, რომლებმაც ამ ურთულეს პერიოდში ძალიან დიდი თანადგომა გაგვიწიეს ჩვენ, მთავრობას, ჯანდაცვის სექტორს და მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობას, იმის გამო, რომ მათთვის არადამახასიათებელ ფუნქციას შეეჭიდნენ და წარმატებით გაართვეს თავი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში. დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები; პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები; პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროებს ჯილდოები გადასცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. თითოეულმა გამომსვლელმა თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა სასტუმრო სექტორის გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.


„ეს იყო ჩვენი, ქართული ნოუ-ჰაუ, ჩვენი, ქართული მართლაც ინოვაცია, რომელმაც ძალიან გაამართლა, რადგან სხვაგვარად ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებდა ამ უზარმაზარ და მოულოდნელ დარტყმას. და დღეს, როდესაც უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, კარგია, რომ ცხოვრება თანდათან შედარებით ნორმალურ რიტმს. თუმცა, ჩვენ ერთი პერიოდი კიდევ დაგვჭირდება სასტუმროების გვერდში დგომა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილების კვალობაზე - როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავკეტოთ ტურიზმის ინდუსტრია და პირიქით, მის აღდგენაზე ვიმუშაოთ, სასტუმროები თანდათან უბრუნდებიან მუშაობის ნორმალურ პირობებს. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ძალიან მალე უმასპინძლებენ სულ უფრო მეტ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს. მადლობა მათ ამ თანადგომისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930