გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: სამწუხაროა, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ კიდევ უფრო კარგად დავხვდებოდით

28-09-2021

„ეს არის წინასაარჩევნო ბლეფი და ამ სუბიექტს არასდროს არ ჰყოფნიდა არც ვაჟკაცობა, არც გამბედაობა, რომ ჩამოსულიყო", - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნდება.


„თუმცა, თუ საოცრება მოხდა, როგორც უკვე დავპირდით, ის პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში. სამწუხაროა, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ კიდევ უფრო კარგად დავხვდებოდით. თქვენ იცით, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაციასაც ძალიან აქტიურად ვახორციელებთ. როგორც ვიცი, მეორე აცრა სჭირდება და აიცრება კიდეც"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031