28-09-2021
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთანშეხვედრა გამართა, სადაც მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
შეხვედრის მონაწილეებმა დედაქალაქში გენდერული თანასწორობის პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზეც იმსჯელეს.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების" საკრებულოს გუნდი ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე.
„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შრომის თანასწორი ანაზღაურების პოლიტიკისა და მიზნობრივი დასაქმების პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რაც ჩვენი მოქალაქეების გაძლიერებას და, საბოლოოდ, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან თემატურ შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გამართავს, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა და ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით უკანასკნელ წლებში მოქალაქეების მხარდასაჭერად ხორციელდება.