29-09-2021
კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნენ.
პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. კასპის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.
წლების განმავლობაში კასპში სახანძრო-სამაშველო სამმართველო ძველ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც მეხანძრე-მაშველთა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. კასპის მუნიციპალიტეტს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს თანამედროვე იერსახის შენობა 2022 წლის მარტიდან მოემსახურება.