გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
29 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე აღინიშნება

29-09-2021

"პენიტენციური სამსახური არის სამაგალითო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით” _ ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.


ესკორტირების სამმართველოს ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე პროფესიული დღე სისტემის თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ნიკა ცხვარაშვილთან ერთად მიულოცა.


რატი ბრეგაძემ სამსახურის ყველა თანამშრომელს წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 450 თანამშრომელი წაახალისა.


პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებსა და მედპერსონალს გამოეცხადა მადლობა.


ასევე წახალისდნენ გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსა და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.


სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე 2015 წლიდან აღინიშნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031