30-05-2018
«ნათქვამია, შენ გიტანენ და მზად არიან, თვალი დახუჭონ შენს დანაშაულებზე, სანამ გიტანენ და მზად არიან, მაგრამ როცა ხაზს გადაკვეთ, ყველა მხრიდან შეგიტევენ. საერთაშორისო ბიუროკრატიას ძალზე მოქნილი ხერხემალი აქვს და კატასტროფულად ნელია, თუმცა თუ მაინც დაიწყო, დაიწყებს.
«სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურორის კანცელარიას ნება დართო, დაიწყოს იმ დანაშაულების გამოძიება, რომელიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში იქნა ჩადენილი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა, რადგან მსოფლიო საზოგადოებრიობა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას არ სცნობს. დანაშაულები ჩადენილია საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის პროცესში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში».
იმ ომში ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამ ვნახე: ისიც, როგორ იწვოდა თამარაშენი, სადაც, როგორც ამხანაგმა კოკოითმა თქვა არაჩვეულებრივად, «ჩვენ ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ» — ვნახე. ისიც, როგორ იწვოდა სხვა ქართული სოფლები, როდესაც ვერტმფრენით გორის შემოგარენიდან ჯავაში ვბრუნდებოდი— ისიც ვნახე. ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე.
და ფოტოაპარატზეც კი დავაფიქსირე.
ლამაზი სოფლები ლამაზად იწვის? ჰო, ჰო.
მაინც ტყუილად არ ვმუშაობთ, არა?
მე ჩვენებას მივცემ.
აი, ეს დროც დადგა.
სხვაც მოვა.
იქაც ვიღებდით.
ბევრს».
სამხედრო ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო