გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება

29-09-2021

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.


„ოქტომბრის დასაწყისში ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც მართლა ძალიან უხდება ამ ქალაქს. სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვახერხეთ „თბილისობის ჩატარება. არსებული პანდემიიდან გამომდინარე, წელსაც იგივე პრობლემაგვაქვს. დღესაც ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ამიტომ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვერც წელს გავმართავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. ასევე, ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ კონცერტი. მესმის არსებული მდგომარეობა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031