გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება“: მოვუწოდებთ ნაცმოძრაობას და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და გარდაუვალი მარცხისთვის მოემზადონ

29-09-2021

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც განხილულ იქნა თითქოსდა ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებული პიარ-სტრატეგია.


გადაცემის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო.


საზოგადოებას ხაზგასმით გვინდა განვუცხადოთ, რომ პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. „ფეიკი" და ამგვარი სლაიდები „ქართულ ოცნებაში" არც უცხოელი და არც ქართველი პიარ-კონსულტანტების მიერ არასოდეს მომზადებულა.


რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის", მისი სატელიტებისა და პარტიული ტელევიზიების ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, ამის შესახებ გზავნილების გაჟღერებას არავითარი პიარ-სტრატეგია არ ჭირდება.


ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, დეზინფორმაციის, სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება კი, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.


მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის - ისევე, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, 2 ოქტომბერსაც სიცრუეზე სიმართლე გაიმარჯვებს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930