გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო

29-09-2021

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური პანდემიის პერიოდში ამ შეხვედრის ჩატარება კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი ზრდის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო ხედვა აქვს.


„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო. გლობალური პანდემიის პერიოდში ამ შეხვედრის ჩატარება კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი ზრდის შესახებ საერთო ხედვა გვაქვს",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031