გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აზერბაიჯანში ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილებს საკონტროლო სამაჯურებს გაუკეთებენ, რომ მსხვერპლს არ მიუახლოვდეს

30-05-2018

აზერბაიჯანში მზადდება ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები; თუ ამ ცვლილებებს მიიღებენ, აზერბაიჯანში „მოჩხუბრების“ ხელზე ან ფეხზე დამაგრებული სპეციალური სამაჯურების საშუალებით პოლიცია მათთვის ონლაინ თვალ-ყურის დევნებას შეძლებს.


ფაქტობრივად, სამაჯურმა „დამცავი ორდერის“ ფუნქცია უნდა შეასრულოს. ამჟამად, აზერბაიჯანული კანონებით, ეს დოკუმენტი დაცვის უფლებას იძლევა – მოძალადეს უფლება არ აქვს, რომ მსხვერპლს მიუახლოვდეს, დაურეკოს, წერილები მისწეროს ან მასთან რამენაირად იკონტაქტოს. სამეთვალყურეო სამაჯურის საშუალებით პოლიცია მაშინვე შეიტყობს, თუკი აგრესორი იქ მივა, სადაც მას ორდერით ყოფნა ეკრძალება.


ძალადობისგან დაზარალებული ოჯახებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევასაც ვარაუდობენ: „ოჯახს მიამაგრებენ სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, იურისტებს, თავშესაფრის მიღების ცენტრის ადგილობრივ თანამშრომლებს და ჩაატარებენ სხვა პრევენციულ ღონისძიებებს“, – ამბობს ოჯახის პრობლემების საინფორმაციო-ანალიტიკური კვლევების სახელმწიფო კომიტეტის განყოფილების გამგე ელგიუნ საფაროვი.


ამჟამად, სტატისტიკის მიხედვით, აზერბაიჯანში ოჯახურ ძალადობას ყოველი მესამე ქალი ექვემდებარება (მსხვერპლი, შესაძლოა, მამაკაციც იყოს, თუმცა ამგვარი შემთხვევა გაცილებით ნაკლებია). დამცავი ორდერები პოპულარობით არ სარგებლობს, რადგან ძალადობაზე ლაპარაკის ბევრ ქალს ეშინია, და არ სჯერათ, რომ მათი დაცვა ვინმეს შეუძლია. დამცავი ორდერის მიმღებთა რიცხვი წელიწადში 10 ადამიანს არ აჭარბებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა, უკვე შვიდი წელიწადია, არსებობს.




jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930