გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან უნდა დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად

1-10-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოშია, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:


"ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ ერთ ასეთ კოლონას.


ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ" - აცხადებს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31