29-12-2017
როგორც ჩანს, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება და კორუფცია ახალი სენი არ არის და ამ საქმით, ჩვენი არცთუ შორეული წინაპრები, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც ყოფილან დაკავებულნი.
გაზეთ „თანამედროვე აზრის“ 1916 წლის ერთ-ერთ ნომერში, ქუთაისში მომხდარი მსგავსი ფაქტის შესახებაა საუბარი:
„ქალაქის თვითმმართველობამ ამ დღეებში ტელეფონის გამგეს გაუკეთა რევიზია. ორი ათას მანეთამდის ფული, რომელიც გამგეს აუკრეფია სხვადასხვა პირებიდან ტელეფონის სარგებლობისათვის არ აღმოჩნდა ქალაქის კასაში წარდგენილი, და რევიზიის დროს აღნიშნული თანხა არც გამგეს აღმოაჩნდა თან; წესით კი ფული შეკრების უმალვე უნდა წარდგენილიყო ქალაქის კასაში. ჩვენი ქალაქის თავი ბ. ჩიქოვანი თავისებური საზოგადო მოღვაწეა, ლმობიერათ მოექცა ხელქვეითს და დართო ნება ფულის ქალაქის კასაში ნაწილ-ნაწილათ შეტანის. ჯერ ვერ ატყობს ქალაქის მეურნეობაში გამეფებულ უწესობას და თუ შემთხვევით შენიშნა, ან გარშე პირმა მიუთითა, მაშინაც დათმობის და მიფუჩეჩების პოლიტიკას ადგია“-წერს გაზეთი „თანამედროვე აზრი“. (სტილი დაცულია)