გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე: ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ჩვენი ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესრულებაზე არ იმოქმედებს

30-05-2018

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ასადის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს არაფრად მიიჩნევს, ამიტომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არაა.
მისივე თქმით, სირიის აღნიშნული პოზიცია მსოფლიოს მასშტაბით არაღიარების პოლიტიკის შესრულებაზე გავლენას არ იქონიებს.
„ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც კი არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს. ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ჩვენი ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესრულებაზე მსოფლიოს მასშტაბით. საერთაშორისო საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული, თუ რას წარმოადგენს ასადის რეჟიმი“- განაცხდა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ცნო. საპასუხოდ, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031