გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილმა სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1-10-2021

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა.


სამოქალაქო კომიტეტის მიზანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ხელი შეუწყოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესებას.


შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ თანამშრომლობით ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროპული ტიპის წარმმართველი ორგანოსა (Managing Authority) და გადამხდელი სააგენტოს (Paying Agency) ჩამოყალიბებას.


„ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანია სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდგარდაქმნისთვის. რეფორმის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის მხრიდან აქტიური ჩართულობა. მადლობას ვუხდი ევროკავშირის და UNDP-ისექსპერტებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


სამოქალაქო კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ექსპერტმა მოსაზრებები წარადგინა მსგავსი კომიტეტების მუშაობის წესზე, პროცესში მონაწილე მხარეების როლსა და ევროპულ გამოცდილებაზე.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტატისტიკური კრებულები, რომლებიც მოიცავს როგორც უშუალოდ მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებების, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის ამსახველ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღნიშნული პუბლიკაციები მნიშვნელოვანი დოკუმენტებია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების საკითხებით დაინტერესებული საჯარო და სამოქალაქო პირებისთვის.


სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროების, სამოქალაქო კომიტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და ექსპერტი ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930