გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმი გამოგონილი მიზეზებით ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის

2-10-2021

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის - ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის სამედიცინო დახმარების საჭრიოების მქონე ადამიანების გარდა. მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.


დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031