2-10-2021
ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ
„მე მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მემგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია ყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე მათ წარმოედგინათ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.