30-05-2018
„გლდანის ციხეში არა ერთ მსჯავრდებულს გაუღვიძია გვამების გარემოცვაში. წამების ერთ-ერთი მიღებული ფორმა იყო ბრტყელტუჩათი კბილების დაძრობა“- იმის შესახებ თუ რა ხდებოდა გლდანის ციხეში 2012 წლამდეი, ტელეკომპანია „იბერიასთან“ ყოფილმა პატიმარმა, გია გოგოხიამ ისაუბრა.
გოგოხია ციხეში ყოფილი პოლიციელის სტატუსით შევიდა, რის გამოც, მისი თქმით, განსაკუთერბულ კორპუსში განათავსეს და „დახვედრის ცერემონიაც“ განსაკუთრებული მოუწყვეს.
„ციხეში თქვეს: აი ეს კაცი პოლიტიკური სარჩულითაა დაჭერილი და აბა ლეწეთ „მარლბოროო“. მე მეგონა სიაგრეტს მომცემდნენ. მათ თავიანთი პაროლები ჰქონდათ, თურმე „მარლბორო“ ყოფილა გათიშვამდე ცემა. აი, მაშინ მაგრძნობინეს რომ საშინელი დღეები მელოდა. შემოვიდოდნენ, ჩამომაცმევდნენ ტომარას, გამიყვანდნენ აბანოში და იქ მკლავდნენ, მადებილებდნენ ცემით“ - იხსენებს ყოფილი პატიმარი.
მისივე მონაყოლიდან ირკვევა, რომ ასევე შიდა ჟარგონი იყო „ციხის პარასკევი“, რომლითაც ე.წ. კარანტინს მოიხსენიებდნენ. ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხი ყველა პატიმარს უნდა გაევლო. წითელი პარასკევის მოწყობის რაოდენობა კი თვის განმავლობაში მიღებული პატიმრების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.
გია გოგოხია პატიმრების წამებას შიდა რეჟიმისადმი მორჩილების მოპოვების გარდა კიდევ ერთი მიზეზით ხსნის: ეს დავალებების გაცემა და გარკვეული შავი საქმეების პატიმრების ხელით შესრულებაა. ამბობს რომ პირადად მას ნარკოდანაშაულის სცენარში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდნენ, რაზეც უარი თქვა. წამებაში პატიმრებიც მონაწილეობდნენ. მათ აიძულებდნენ, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ ეთანამშრომლათ ადმინისტრაციასთან. ერთ-ერთმა პატიმარმა, ციხის ადმინისტრაციის ბრძანებით, გია გოგოხიას ოთხი კბილი ბრტყელტუჩათი დააძრო. ციხეში მოხვედარმდე გოგოხია ჯანმრთელი იყო, ხოლო საპატიმრო მეოთხე სტადიის სიმსივნით დატოვა.
გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, მისივე თქმით, პატიმრები მხოლოდ სამკურნალოდ არ გადაჰყავდათ. შენობის სარდაფში განთავსებული პროზექტურა წამებისა და ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო. აქ არა ერთმა მსჯავრდებულმა გვამების გარემოცვაში გაიღვიძა.
გოგოხია იხსენებს: „დაახლოებით ღამის სამ საათზე გამეღვიძა. თვალს ვახელ და უცბათ ვითავისებ სადაც ვარ. მიცვალებულები, ფორმარილის სუნი, ზოგი სახეგადახლეჩილი ცხედარი.... ამ დროს მოდიხარ გონზე და ხვდები რომ მორგში ხარ, მიცვალებულბეში. წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავარდებოდი. ფსიქოლოგირად ანგრევდნენ ხალხს. კლავდნენ, სპობდნენ ადამიანს“-განაცხადა ყოფილმა პატიმარმა.
გია გოგოხიას შესახებ სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.youtube.com