გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნებმა ხელახლა დაამტკიცა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წელს

4-10-2021

არჩევნებმა ხელახლა დაამტკიცა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წელს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება 2024 წლამდე არჩევნებს არ დაუშვებს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა გააუქმა 19 აპრილის უსამართლო შეთანხმება, რომელიც მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გააფორმა ნაცმოძრაობასთან.


"თვითმმართველობის არჩევნებში 47%-ის აღებით წერტილი რა თქმა უნდა დაესვა 43%-ის არსებობა- არ არსებობას, ზოგადად, ლეგიტიმაციის, სანდოობის პრობლემას და ასევე, ამ არჩევნების შედეგით საბოლოოდ დამტკიცდა და განმტკიცდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც. რეალურად, გუშინდელმა არჩევნებმა ხელახლა დაამტკიცა, დაამოწმა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და შემდეგ ახლა უკვე გუშინ. ასე რომ, ჩვენი მოსახლეობის წინაშე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, 100%-ით გიდასტურებთ, რომ არავითარი ახალი არჩევნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ განიხილება და ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის არჩევანია. კიდევ ერთს დავამატებ, ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააუქმა 19 აპრილის შეთანხმება და აქვე ვიტყოდი შემდეგს, რომ გუშინდელი არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა გააუქმა ეს უსამართლო შეთანხმება, რომელიც ჩვენ ცალმხრივად გავაფორმეთ ნაცმოძრაობასთან",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930