გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 877 პირი

4-10-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 066 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 770 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 296 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.94%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 591 668.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 068 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 73, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 29, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 65, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 858 საიდანაც: 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 474, აჭარაში - 362, იმერეთში - 878. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში - 108, იმერეთში - 271. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 28, იმერეთში - 25. 601 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 298 - თბილისში, 168 - აჭარაში. 13 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 0.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930