გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

4-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.


მთავრობის განკარგულებით, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, ჯამში 258 დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული 294 უძრავი ქონება გადაეცა.


ამასთან, მთავრობის შესაბამის დადგენილებებში განხორციელებული ცვლილებებით, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის" ბენეფიციარებს ენიჭებათ უფლებამოსილება, პროგრამის ფარგლებში იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოისყიდონ.


მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, კახეთში 2021 წლის 27 აგვისტოს და 2 სექტემბერს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების დაფინანსების მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანიას" სუბსიდიის სახით 14 მლნ ლარი გამოეყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31