გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის ოცეულების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

4-10-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) დაასრულა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უფლებამოსილება მე-8 როტაციით ჩასულ ნაკრებ ოცეულს გადააბარეს და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს.


ღონისძიება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე გაიმართა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლანგლადე დე მონტგროს ჯესქესმა მისიის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება, ახალ ოცეულს კი, მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.


ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრები ოცეული, კაპიტან გიორგი გულიაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო. ქართული ოცეული სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930