გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
10 აპრილის შემდეგ პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმა გამოიწერა, 237 მანქანა კი ევაკუირებულ იქნა

31-05-2018

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას „თბილისის პარკინგის“ მუშაობის შედეგები წარუდგინა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და სათანადოდ ხდება დარღვევებზე რეაგირება.


„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. სატრანსპორტო კომპანიას მადლობა ვუთხრა, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტი 10 აპრილიდან გადაიბარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031